ქ-ნ ქეთი ცერაძეს ადრეც შევხვედრივარ და ყოველთვის გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვრჩები ჩვენი ტრენერის პროფესიონალიზმით და გულმოდგინებით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გისურვოთ ჯანმრთველობა და წარმატება.ძალიან კარგი ტრენინგი გამოვიდა,ჯგუფის ძალიან კარგი იყო.მადლობთ თქვენ ქალბატონო ქეთი რომ ასე გვეხმარებით.
Tuesday, March 3, 2015
INTELIS-სასწავლო კურსი მე-9 დღე
- გამეორება.
- პროექტის პრეზენტაცია.
- მუშაობა ბლოგში.გვერდები ,ვიდეოების ჩასმა.
- ტრენინგის შეჯამება.
გავიმეორეთ განვლილი მასალა.ბლოგში ვისწავლეთ გვერდების ჩამატება,სადაც შეგვიძლია განვათავსოთ სასურველი ინფორმაცია ჩვენი პროფესიული განვითარების თუ ყოველდღიური საქმიანობის.ვისწავლეთ გვერდის გაჯეტის წაშლა და სასურველ ადგილზე გამოჩენა.ასევე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ,ზომების შეცვლა.ასევე განვიხილეთ PICASA პროგრამის პრეზენტაცია.შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგის ანგარიში და ავღნიშნეთ მთლიანი კურსის მნიშვნელობა და აუცილებლობა ჩვენი მომავალი საქმიანობისათვის,ასევე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის და განვითარებისთვის.ტრენინგის დახმარებით ვისწავლე თუ როგორ უნდა დავეხმარო მოსწავლეებს 21 საუკუნის უნარ ჩვევების დანერგვაში და გამოყენებაში. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.
Sunday, March 1, 2015
INTELIS-სასწავლო კურსი მე-8 დღე
- გამეორება.
- ფასილიტაციის რესურსის შექმნა .
- ფოტფოლიოს გადახედვა -მოწესრიგება.
- პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე სიის გაჯეტის საშუალებით.
გავიმეორეთ განვლილი მასალა.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი,და დავინახეთ მისი მნიშვნელობა ჩვენს მომავალ საქმიანობაში.გადავხედეთ პორთფოლიოს და ვისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება.ვისწავლეთ როგორ უნდა ავტვირთოთ ჩვენი საქაღალდე და პორტფოლიო ბლოგზე .დავამატეთ ტრენინგის განრიგი და მასალა ჩვენს ბლოგს.
Subscribe to:
Posts (Atom)