Tuesday, March 3, 2015

ქ-ნ ქეთი ცერაძეს ადრეც შევხვედრივარ და ყოველთვის გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვრჩები ჩვენი ტრენერის პროფესიონალიზმით და  გულმოდგინებით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გისურვოთ ჯანმრთველობა და  წარმატება.ძალიან კარგი ტრენინგი გამოვიდა,ჯგუფის ძალიან კარგი იყო.მადლობთ თქვენ ქალბატონო ქეთი რომ ასე გვეხმარებით. 

INTELIS-სასწავლო კურსი მე-9 დღე


  1. გამეორება.
  2. პროექტის პრეზენტაცია.
  3. მუშაობა ბლოგში.გვერდები ,ვიდეოების ჩასმა.
  4. ტრენინგის შეჯამება.
     გავიმეორეთ განვლილი მასალა.ბლოგში ვისწავლეთ გვერდების ჩამატება,სადაც შეგვიძლია განვათავსოთ სასურველი ინფორმაცია ჩვენი პროფესიული განვითარების თუ ყოველდღიური საქმიანობის.ვისწავლეთ გვერდის გაჯეტის წაშლა და სასურველ ადგილზე გამოჩენა.ასევე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ,ზომების შეცვლა.ასევე განვიხილეთ PICASA პროგრამის პრეზენტაცია.შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგის ანგარიში და ავღნიშნეთ მთლიანი კურსის მნიშვნელობა და აუცილებლობა ჩვენი მომავალი საქმიანობისათვის,ასევე მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის და განვითარებისთვის.ტრენინგის დახმარებით ვისწავლე თუ როგორ უნდა დავეხმარო მოსწავლეებს 21 საუკუნის უნარ ჩვევების დანერგვაში და გამოყენებაში. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. 

Sunday, March 1, 2015

INTELIS-სასწავლო კურსი მე-8 დღე


  1. გამეორება.
  2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა .
  3. ფოტფოლიოს გადახედვა -მოწესრიგება.
  4. პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე სიის გაჯეტის საშუალებით.
    გავიმეორეთ განვლილი მასალა.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი,და დავინახეთ მისი მნიშვნელობა ჩვენს მომავალ საქმიანობაში.გადავხედეთ პორთფოლიოს და ვისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება.ვისწავლეთ როგორ უნდა ავტვირთოთ ჩვენი საქაღალდე და პორტფოლიო ბლოგზე .დავამატეთ ტრენინგის განრიგი და მასალა ჩვენს ბლოგს.

Saturday, February 28, 2015

INTEL-სასწავლო კურსი მე-7 დღე


  1. გამეორება.
  2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.
  3. პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  • გავიმეორეთ განვლილი მასალა.გადავხედეთ მოსწავლის ნიმუშს და ასევე შეფასების რუბრიკებს.განვიხილეთ და შევავსეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის რუბრიკები  და შევინახეთ დამხმარე საქაღალდეში.განვიხილეთ ასევე სასწავლო პროცედურები,რომელიც უნდა იყოს ვრცლად გაწერილი.ესენია:
  • საბაზისო ცოდნის შემოწმება და გამყარება.
  • პროექტის გაცნობა.
  • პროექტის მიმდინარეობა.
  • ნამუშევრის წარმოდგენა.
  • პროექტის დასკვნითი ნაწილი.

Sunday, February 22, 2015

INTELIS სასწავლო კურსი მე-6 დღე


  1. გამეორება
  2. მოსწავლის პრეზენტაცია.
  3. შეფასების რუბრიკები.
  4. გეგმების გადახედვა გზამკვლევიდან

გავიმეორეთ განვლილი მასალა.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია სლაიდების გამოყენებით power point-ში.სადაც მოვათავსეთ მოსწავლის მიერ მოძიებული  და პროექტთან  დაკავშირებული მიზნები,კვლევის შედეგები და გადაჭრის გზები.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები,კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას,და შევინახეთ შეფასების რუბრიკები შეფასების საქაღალდეში.ეს ყოველივე დამეხმარება რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის თვითშეფასება.

Saturday, February 21, 2015

ინტელ ტრენინგის მე-5 დღე

1.გამეორება.
2.საავტორო უფლელბები.
3.კომენტარები ბლოგზე.
4.მუშაობა ბლოგში.გაჯეტებისი შექმნა.
გავიმეორეთ განვლილი მასალა.დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე. შევამოწმე არსებული ინფორმაცია.შევავსეთ საავტორო უფლებების საქაღალდე..ვისაუბრეთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამართლებლივ და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებაზე და სწავლებაზე.და ასევე მათ მნიშვნელობაზე მოსწავლეებისთვის. გავხსენით APA URL შაბლონი და შევავსეთ შესაბამისი იმფორმაციით სადაც გარდა მოძიებული მისამართისა  ასევე შევინახეთ ფოტოები.გავიხსენეთ ბლოგის შექმნა,ვისწავლეთ კომენტარების დაწერა და ასევე სხვისი ბლოგების დათვალიერება.შევქმენით ჩვენი პროექტის ბლოგი.შევქმენით გაჯეტები და ვისწავლეთ მათი გამოყენება და მნიშვნელობა.გაჯეტების გამოყენება დაგვეხმარა ბლოგის დიზაინის შეცვლაში.ყოველივე ეს დაგვეხმარება  ჩვენ სამომავლო პროექტების განხორციელებაში.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1. გავიმეორეთ განვლილი მასალა.
2.გავეცანით შეფასების სხვა და სხვა  მეთოდებს,.რომელსაც აქვს ორი მნიშვნელოვანი საფეხური ,მიზნების განსაზღვრა და თვითშეფასების რუბრიკა.
3.შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, სადაც შევაფასეთ მოსწავლეების მუშაობა და აქტუალობა პროექტის დაწყებამდე,პროექტის მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.სადაც გამოვიყენეთ სხვა და სხვა სახის კითხვარები და კონსულტაციები.
4.პროექტის გეგმის მიხედვით ავაწყეთ პროექტის პორტფოლიო სადაც პრეზენტაციის სახით ავაწყეთ სლაიდები პროექტთან დაკავშირებით power point ში.
5ვიმუშავეთ ბლოგში,შევეისწავლეთ დიზაინის შეცვლა ,ბლოგის აღდგენა წაშლა,ვისწავლეთ სურათის ჩასმა.